მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი: არჩევნების დღე, 2026 წლის 12 აპრილი, გამოდით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს - მე ბოლომდე მის გვერდით ვარ
ტრამპი: არჩევნების დღე, 2026 წლის 12 აპრილი, გამოდით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს - მე ბოლომდე მის გვერდით ვარ

ტრამპი: არჩევნების დღე, 2026 წლის 12 აპრილი, გამოდით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს - მე ბოლომდე მის გვერდით ვარ

იმედი|imedinews.ge

არჩევნების დღე, 2026 წლის 12 აპრილი, გამოდით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია. მე სრულ და აბსოლუტურ მხარდაჭერას ვუცხადებ მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევაში - ვიქტორ ორბანი არასდროს გაუცრუებს იმედს უნგრეთის დიდებულ ხალხს. მე ბოლომდე მის გვერდით ვარ!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ის მოუთმენლად ელის ორბანთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა „ჩვენმა ორივე ქვეყანამ კიდევ უფრო მეტად განაგრძოს წინსვლა წარმატებისა და თანამშრომლობის ამ უდიდეს გზაზე“.

„ის დაუღალავად იბრძვის თავისი დიდებული ქვეყნისა და ხალხისთვის და უყვარს ისინი ზუსტად ისე, როგორც მე - ამერიკის შეერთებული შტატები. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშესაწყობად, უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად! ჩემი ადმინისტრაციის პირობებში, უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობისა და შთამბეჭდავი მიღწევების ახალ მწვერვალებს მიაღწია, რაშიც დიდი წვლილი პრემიერ-მინისტრ ორბანს მიუძღვის“, - დასძინა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებასთან ახლოს არიან

ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებასთან ახლოს არიან

იმედი

The New York Times: აშშ-მა ირანს ახლო აღმოსავლეთში ომის დასასრულებლად 15-პუნქტიანი გეგმა გაუგზავნა

The New York Times: აშშ-მა ირანს ახლო აღმოსავლეთში ომის დასასრულებლად 15-პუნქტიანი გეგმა გაუგზავნა

იმედი

პიტ ჰეგსეტი: ჩვენ ბომბებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს

პიტ ჰეგსეტი: ჩვენ ბომბებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს

იმედი

ტრამპი: ირანელებმა საჩუქარი გაგვიკეთეს და ეს საჩუქარი დღეს მივიღეთ - ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, ეს საჩუქარი ნავთობსა და გაზთან არის დაკავშირებული

ტრამპი: ირანელებმა საჩუქარი გაგვიკეთეს და ეს საჩუქარი დღეს მივიღეთ - ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, ეს საჩუქარი ნავთობსა და გაზთან არის დაკავშირებული

იმედი