ბირთვულ სიმძლავრეებზე უარის თქმა. ირანის ტერიტორიაზე ბირთვული მასალის გამდიდრების აკრძალვა - ცნობილი ხდება აშშ-ის მიერ ირანისთვის გადაცემული 15-პუნქტიანი გეგმა

ბირთვულ სიმძლავრეებზე უარის თქმა. ირანის ტერიტორიაზე ბირთვული მასალის გამდიდრების აკრძალვა - ცნობილი ხდება აშშ-ის მიერ ირანისთვის გადაცემული 15-პუნქტიანი გეგმა

იმედი|imedinews.ge

ისრაელურმა მედიამ გაავრცელა აშშ-ის მიერ ირანისთვის გადაცემული 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დასრულებას საფუძვლად უნდა დაედოს.

ამერიკელების მიერ შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს:

1. არსებულ ბირთვულ სიმძლავრეებზე უარის თქმას;

2. ვალდებულებას, რომ ირანი არასდროს შექმნის ბირთვულ იარაღს;

3. ირანი საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვულ მასალას არ გაამდიდრებს;

4. გამდიდრებული ბირთვული მასალა სრულად გადავა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის დაქვემდებარებაში;

5. ირანი ნათანზში, ისპაანსა და ფორდოში ბირთვული ობიექტების მუშაობას გააჩერებს;

6. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექნება წვდომა ირანის მთელ ბირთვულ პროგრამაზე;

7. პროქსი ძალების გამოყენების პოლიტიკაზე უარის თქმა;

8. რეგიონული დანაყოფების დაფინანსებისა და შეიარაღების შეწყვეტა;

9. ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, როგორც თავისუფალი საზღვაო ზონა;

10. სარაკეტო პროგრამა: გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული, მაგრამ რაკეტების რაოდენობა და მოქმედების მანძილის შემცირება იქნება საჭირო;

11. რაკეტების გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვისთვის;

12. ირანზე დაწესებული ყველა სანქციის გაუქმება;

13. ბუშერში სამოქალაქო ბირთვული პროგრამის მხარდაჭერა, კერძოდ, ელექტროენერგიის წარმოების მიზნით;

14. სანქციების ავტომატური დაბრუნების საფრთხის მოხსნა;

15. ირანი ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობას და უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია