
რაფაელ გროსის განცხადებით, აშშ-ის და ირანის წარმომადგენლებმა, შესაძლოა, პირველი შეხვედრა უქმეებზე ისლამაბადში გამართონ
აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებმა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში პირველი შეხვედრა, შესაძლოა, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გამართონ, - განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ.
„ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები, შესაძლოა, გაიმართოს უქმეებზე ისლამაბადში, პაკისტანში. ვვარაუდობ, რომ მოლაპარაკებები იქნება უფრო ფართო და არ შეეხება მხოლოდ კონფლიქტის მიზეზს, ბირთვულ ენერგეტიკას. ამჯერად დღის წესრიგში იქნება რაკეტები, ირანის ისლამური რესპუბლიკის მეამბოხე მოკავშირეები და ირანისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა“, - განაცხადა გროსიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს.
ცნობისთვის, ისრაელურმა მედიამ დღეს გაავრცელა აშშ-ის მიერ ირანისთვის გადაცემული 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დასრულებას საფუძვლად უნდა დაედოს.
იმედი
წყარო: imedinews.ge