
ლატვიის შემდეგ რუსული დრონი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა
იმედი|imedinews.ge
ესტონური მედიის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთიდან უპილოტო საფრენი აპარატი შეფრინდა და აუვერეს ელექტროსადგურის ერთ-ერთ საკვამურს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ელექტროსადგური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ესტონეთის პროკურატურაში აცხადებენ, რომ დრონის სამიზნეს ელექტროსადგური არ წარმოადგენდა.
„არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დრონის სამიზნეს ესტონეთი არ წარმოადგენდა. მიმდინარეობს შიდა მოკვლევა. გამოძიება დაადგენს შემთხვევის სხვა გარემოებებს“, - განაცხადა ესტონეთის გენერალურმა პროკურორმა ასტრიდ ასიმ.
ცნობისთვის, მანამდე ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთიდან დრონი შემოფრინდა და აფეთქდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge