ალექსანდრე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეას ეწვია

ალექსანდრე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეას ეწვია

იმედი|imedinews.ge

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ინფორმაციას ბელორუსული მედია ავრცელებს.

ფხენიანის აეროპორტში ბელარუსის ლიდერს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. მოგვიანებით ლუკაშენკომ კიმ ირ სენის მოედანზე გადაინაცვლა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. ორმა ლიდერმა „გათავისუფლების“ მონუმენტი გვირგვინით შეამკო.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ დაგეგმილია ლუკაშენკოსა და კიმ ჩენ ინის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკება. ვიზიტის დროს იგეგმება რამდენიმე დოკუმენტის გაფორმება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია