მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ესპანეთის პრემიერი: აშშ-მა და ისრაელმა ძირი გამოუთხარეს საერთაშორისო სამართალს
ესპანეთის პრემიერი: აშშ-მა და ისრაელმა ძირი გამოუთხარეს საერთაშორისო სამართალს

ესპანეთის პრემიერი: აშშ-მა და ისრაელმა ძირი გამოუთხარეს საერთაშორისო სამართალს

იმედი|imedinews.ge

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ესპანეთის კონგრესისადმი მიმართვისას გააკრიტიკა აშშ და ისრაელის მიმდინარე სამხედრო მოქმედებები ირანის წინააღმდეგ და ეს თავდასხმები „უსამართლო და უკანონო ომის“ ნაწილად შეაფასა.

სანჩესმა, რომელიც დიდი ხანია ომის აქტიური მოწინააღმდეგეა, განაცხადა, რომ აშშ-მა და ისრაელმა „ძირი გამოუთხარეს საერთაშორისო სამართალს, მოახდინეს ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია და კვლავ გააღვივეს კონფლიქტები ერაყსა და ლიბანში“.

ესპანეთის ლიდერმა დამატებით აღნიშნა, რომ აშშ-მა და ისრაელმა „დაუცველობა მოუტანეს ყურის ქვეყნებს“, რომლებიც, მისი თქმით, სწრაფად გახდნენ მოწყვლადნი დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო.

სანჩესმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ფინანსურ სარგებელს იღებს „საწვავზე ფასების ზრდისა და იმ სანქციების მოხსნის წყალობით, რაც ასევე აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებმა გამოიწვია“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს

ზელენსკი: აშშ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას უკრაინის მიერ დონბასის დათმობას უკავშირებს

ზელენსკი: აშშ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას უკრაინის მიერ დონბასის დათმობას უკავშირებს

იმედი

ირაკლი კობახიძე: ბუდაპეშტში ნახევარი დღით გამგზავრება იყო უალტერნატივო, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძიება ეძღვნებოდა ტრადიციულ ფასეულობებს

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული

იმედი