
ტრამპი სტარმერს: თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ირანში ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
როგორც ტრამპმა გამოცემა The Telegraph-ს განუცხადა, დიდ ბრიტანეთს ფლოტი საერთოდ არ ჰყავს, ხოლო არსებული ავიამზიდები ძალიან ძველი და გამოუსადეგარია.
„თქვენ ფლოტიც არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ“, - განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ხარჯავდეს, თუ არა ბრიტანეთის პრემიერი დიდ ფულს თავდაცვაზე, ტრამპმა თქვა: „არ ვაპირებ მივუთითო მას, თუ რა უნდა გააკეთოს. მას შეუძლია გააკეთოს, რაც უნდა. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რაც სტარმერს სურს, არის ძვირადღირებული ქარის სადგურები, რომლებსაც ელექტროენერგიის ფასები ცამდე აჰყავთ“.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge