
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო აშშ-ის გარეშე, ისევე როგორც აშშ-ის სიძლიერე ნატოს გარეშე ვერ იარსებებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს დატოვების იდეას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აშშ-ის გარეშე ნატო ვერ იარსებებს, ისევე როგორც ამერიკა ვერ იქნება ძლიერი ნატოს გარეშე.
ჟურნალისტებმა კოსინიაკ-კამიშს ჰკითხეს, რას ფიქრობს ის ტრამპის განცხადებაზე, რაზედაც მან უპასუხა: „აღნიშნული სიტყვები მეტყველებს იმას, თუ რაოდენ რთულ მომენტში იმყოფება მსოფლიო“.
„ჩვენ დროის გარე ვექტორებს უნდა შევხედოთ. ასეთი ვექტორი არის ძლიერი, უსაფრთხო პოლონეთის მშენებლობა. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, საკმაოდ ძლიერი, რათა შექმნას კავშირები და რათა ჩვენთანაც სურდეთ კავშირების შექმნა. არავინ დაგვიცავს, თუ ჩვენ საკუთარი თავის დაცვას ვერ შევძლებთ“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში დიდი კამათი გამოიწვია გრენლანდიის საკითხმა, თუმცა შემდეგ ყველაფერი დალაგდა.
„იმედი მაქვს, რომ ემოციების შემდეგ, რომელიც დღეს აშშ-ის პრეზიდენტს აქვს, ვითარება დაწყნარდება. რატომ? იმიტომ რომ შეერთებული შტატების გარეშე ნატო ვერ იარსებებს, შესაბამისად, ვითარების დაწყნარება ჩვენს ინტერესებში შედის, თუმცა ნატოს გარეშე აშშ-ის სიძლიერეც არ იქნება“, - თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge