
მომავალ წელს ტალინის 20 სკოლაში გაკვეთილების რუსულ ენაზე ჩატარება იქნება ნებადართული
ტალინის მერია გეგმავს მომავალ სასწავლო წელს 20 სკოლას მე-7–დან მე-9 კლასების ნაწილში რუსულ ენაზე სწავლების გაგრძელების ნება დართოს. ამის მიზეზად კი ესტონური ენის მცოდნე მასწავლებლების დეფიციტი სახელდება.
ქალაქის ოფიციალური პირების განცხადებით, ესტონურენოვან განათლებაზე გადასვლა გრძელვადიანი და დინამიკური პროცესია, რომელიც კადრებით დაკომპლექტებასა და დაფინანსებაზეა დამოკიდებული.
საკრებულოში წარდგენილი წინადადება საშუალებას მისცემს აღნიშნულ სკოლებში მე-7-დან მე-9 კლასების ჩათვლით სწავლება 2026-2027 სასწავლო წლის განმავლობაში რუსულ ენაზე გაგრძელდეს.
კანონპროექტში აღნიშნული მთავარი პრობლემა არის მასწავლებლებისა და დამხმარე პერსონალის ნაკლებობა, რომლებიც ესტონურ ენას C1 დონეზე ფლობენ და აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, ასეთ მაღალ დონეზე ასწავლონ. ოფიციალური პირების თქმით, ეს დეფიციტი ესტონურ ენაზე სრულ და დაუყოვნებლივ გადასვლას არარეალურს ხდის.
ამ 20 სკოლის სამეურვეო საბჭომ გეგმას მხარი უკვე დაუჭირა და ტალინის საკრებულოს მისი დამტკიცება სთხოვა.
იმედი
წყარო: imedinews.ge