
Reuters: ტრამპის მიერ მოკავშირეების მწვავე კრიტიკისა და ნატოდან გასვლის მუქარის ფონზე, მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონში მიემგზავრება
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მოკავშირეების მწვავე კრიტიკისა და ალიანსიდან გასვლის მუქარის ფონზე, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონში მიემგზავრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ალიანსის პრესსამსახურმა სააგენტოს განუმარტა, რომ რუტეს ვიზიტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გენერალური მდივანი მომავალ კვირას დიდი ხნის წინ დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონს ეწვევა“, - განაცხადა ნატოს პრესსპიკერმა, ალისონ ჰართმა.
თეთრმა სახლმა ტრამპისა და რუტეს მოახლოებული შეხვედრა დაადასტურა, თუმცა დამატებით დეტალებზე კომენტარი არ გაკეთებულა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge