CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია

CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია

იმედი|imedinews.ge

აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ირანთან ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ში ბენზინის ფასი უკვე 37%-ით გაიზარდა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, საშუალო ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 4 დოლარს ერთ გალონზე.

1-ლი მარტიდან მოყოლებული, ფასები სამი დღის გარდა ყოველდღე იზრდებოდა.

ამ სამ შემთხვევაში კი კლება იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ უახლოეს ცენტამდე დამრგვალებისას ფასი უცვლელი რჩებოდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია