მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი
მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი

მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი

იმედი|imedinews.ge

მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) გასვლა დაამტკიცა. კანონპროექტი თანამეგობრობაში ქვეყნის წევრობის შესახებ ძირითადი ხელშეკრულებების გაუქმების თაობაზე მეორე, საბოლოო მოსმენით მიიღეს. გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 101 დეპუტატიდან 60-მა დაუჭირა.

კანონპროექტების წინააღმდეგ ხმა მისცეს კომუნისტური და სოციალისტური პარტიების დეპუტატებმა. კომუნისტების ლიდერმა, ვლადიმერ ვორონინმა განაცხადა, რომ მოლდოვის დსთ-დან გასვლის გადაწყვეტილება არის „ტრაგედია ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისთვის“ და რომ მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, „წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა მოჰყვება ამას“.

მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება უკვე მოიწონა ქვეყნის მთავრობამ. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ მაია სანდუს გადაეცემა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ მანამდე დააზუსტა, რომ კიშინიოვი არ აპირებს უარი თქვას დსთ-სთან დაკავშირებულ ყველა შეთანხმებაზე: ის ხელშეკრულებები, რომლებსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვთ ან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ მოქალაქეებისთვის, ძალაში დარჩება, თუ ისინი ქვეყნის ევროპულ კურსს არ ეწინააღმდეგება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკრონი: ჰორმუზის სრუტის ძალით გახსნა არარეალისტურია

მაკრონი: ჰორმუზის სრუტის ძალით გახსნა არარეალისტურია

იმედი

ლაშა ავალიანი: ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ

ლაშა ავალიანი: ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ

იმედი

ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

იმედი

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირველი კვარტლის გეგმა 170%-ით შესრულდა

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირველი კვარტლის გეგმა 170%-ით შესრულდა

იმედი