
მაკრონი: ჰორმუზის სრუტის ძალით გახსნა არარეალისტურია
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციის ჩატარებისა და მისი ძალით გახსნის იდეას არარეალისტური უწოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ზოგი ადამიანი იცავს აზრს, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა სამხედრო ოპერაციის მეშვეობით, ძალით არის შესაძლებელი. ამ პოზიციას ხანდახან სხვადასხვა ფორმით ახმოვანებს აშშ-ც“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.
„ჩვენ ასეთ ვარიანტს არასდროს ვუჭერდით მხარს, რადგან ის არარეალისტურია“, - დასძინა მაკრონმა. „ეს უსასრულოდ გაიწელებოდა და ყველას, ვინც სრუტეს გაივლის, საფრთხეში ჩააგდებდა, როგორც გუშაგთა კორპუსის, ისე ბალისტიკური რაკეტების მხრიდან“.
საფრანგეთის ლიდერის განცხადებით, რომელიც ირანში ომის დასრულების შემდეგ ევროპელ მოკავშირეებთან კოალიციის ჩამოყალიბებას გეგმავს, ჰორმუზის სრუტის გახსნა თეირანთან მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.
იმედი
წყარო: imedinews.ge