
მაკრონმა ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა.
„გამონათქვამი, რომელიც მოვისმინე და რომელსაც თქვენ აღნიშნავთ, არაელეგანტური და არაღირსეულია. ეს არის და ეს. ამიტომ, ამაზე პასუხს არ გაგცემთ. ეს პასუხის ღირსი არ არის“, - განუცხადა მაკრონმა ფრანგ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, გუშინ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პირად სადილზე ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს, ბრიჟიტ მაკრონს დასცინა. „ვურეკავ საფრანგეთს, მაკრონს, რომელსაც ცოლი საშინლად ეპყრობა. ჯერ კიდევ ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან გონს მოდის“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპი გულისხმობდა 2025 წლის მაისის ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ვიეტნამში ვიზიტისას ბრიჟიტ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტს თითქოს სახეში ხელი ჰკრა. მოგვიანებით მაკრონმა ეს კადრები დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილად მოიხსენია.
იმედი
წყარო: imedinews.ge