
Reuters: რუსეთმა ივლისის ბოლომდე ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნიდან ბენზინის გატანა აუკრძალა
იმედი|imedinews.ge
რუსეთმა ივლისის ბოლომდე ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნიდან ბენზინის გატანა აუკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა შიდა ბაზარზე, მეურნეობასა და მრეწველობაში საწვავზე მოთხოვნის გაზრდასა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას უკავშირდება.
აკრძალვა არ ვრცელდება იმ ქვეყნებზე რომლებთანაც რუსეთს საწვავის მიწოდებაზე მთავრობათაშორისი შეთანხმება აქვს გაფორმებული.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რუსეთმა 2025 წელს 5 მილიონი ტონა ბენზინის ექსპორტი განახორციელა, რაც დღეში დაახლოებით 117 ათასი ბარელია.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge