
POLITICO: ტრამპის განრისხება ნატოზე მოკავშირეებს მის წინააღმდეგ აერთიანებს
გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროპაში ნატოდან აშშ-ის გასვლის შესაძლო სცენარებზე მსჯელობენ და ემზადებიან იმისთვის, თუ როგორ გააგრძელონ ცხოვრება ვაშინგტონის გარეშე.
როგორც გამოცემა იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ზეწოლა მოკავშირეებზე იმის გამო, რომ მათ ირანის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს, უკუშედეგი გამოიღო. ევროპამ გაერთიანება დაიწყო, მაგრამ არა ტრამპის გარშემო, არამედ მის წინააღმდეგ.
ევროპელი დიპლომატები ალიანსის სისტემურ კრიზისზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ. კერძო საუბრებში და ბრიუსელში ოფიციალური შეხვედრების დროს ევროპელი ლიდერები განიხილავენ, თუ როგორი პასუხი გასცენ ტრამპის მუქარას ნატოს დატოვების შესახებ და როგორ იმოქმედონ, თუ ის ამას ნამდვილად იზამს.
POLITICO-ს ცნობით, ტრამპის თავდასხმები დიდ ბრიტანეთზე, ესპანეთზე, საფრანგეთსა და სხვა მოკავშირეებზე ტრანსატლანტიკური კავშირის ფუნდამენტურ რღვევაზე მიუთითებს.
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, ევროკავშირის ზოგი ქვეყანა თავდაცვისა და უსაფრთხოების მექანიზმების გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს.
„ნატო პარალიზებულია. ისინი შეხვედრებსაც ვერ ატარებენ“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ანონიმურმა ევროპელმა დიპლომატმა. „სავსებით ნათელია, რომ ნატო უკვე იშლება“.
დიპლომატის თქმით, ევროპამ სასწრაფოდ უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა. „ვერ დაველოდებით, სანამ ის საბოლოოდ დასამარდება“, - დასძინა ევროპელმა დიპლომატმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge