
POLITICO: მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს
იმედი|imedinews.ge
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„ისეთი ალიანსები, როგორიცაა ნატო, ღირებულია იმის გამო, რასაც არ ვამბობთ - მის მიღმა არსებული ნდობის გამო“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს ხუთშაბათს, სამხრეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტის დროს. „თუკი ყოველდღიურად ბადებთ ეჭვს თქვენს ერთგულებაში, ამით [ნატოს] შინაარსისგან ცლით“.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge