ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა

ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა

იმედი|imedinews.ge

ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია.

პეკინმა დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, აწარმოონ მოლაპარაკებები „საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის“ მიზნით.

„ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა“, - განაცხადა პეკინში ჟურნალისტებთან საუბრისას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა.

მაომ დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა, „ერთობლივად იმუშაონ სიტუაციის დეესკალაციისა და იმისათვის, რომ რეგიონულმა არასტაბილურობამ კიდევ უფრო დიდი გავლენა არ მოახდინოს გლობალურ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია