
Reuters: საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა
საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აღნიშნული შემთხვევის გამო, საფრანგეთსა და გერმანიაში მოქმედმა ზოგიერთმა სხვა ამერიკულმა ბანკმა თანამშრომლებს ხუთშაბათს დისტანციურად მუშაობის უფლება მისცა.
ტერორისტული საფრთხის მაღალი დონის მითითებით, პარიზის პოლიციამ განაცხადა, რომ მათ გააძლიერეს დაცვა რელიგიურ და კულტურულ ძეგლებზე, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და ზოგიერთ ეკონომიკურ ობიექტზე, ისევე როგორც მთლიანად დედაქალაქის რეგიონში.
საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პროკურატურამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ გასულ კვირას მომხდარი თავდასხმის მცდელობაში სავარაუდო მონაწილეობის გამო, ოთხი ეჭვმიტანილი, მათ შორის სამი მოზარდი და ერთი ზრდასრული, ოფიციალური გამოძიების ქვეშ იმყოფება.
იმედი
წყარო: imedinews.ge