
მედია: ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს
ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს.
გამოცემა Kurier-ი, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ვენამ ვაშინგტონს ოფიციალური უარი განუცხადა სპარსეთის ყურის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების განსახორციელებლად ცის გახსნაზე. გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად ავსტრიის ნეიტრალიტეტის კანონი სახელდება.
ავსტრია არ არის ერთადერთი, ვინც მსგავსი ზომები მიიღო. ომის ესკალაციის ფონზე, ანალოგიური შეზღუდვები აშშ-ის სამხედრო ძალებს ესპანეთმა და იტალიამაც დაუწესეს. ევროპული ქვეყნების ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად ართულებს ამერიკული ავიაციის ლოგისტიკასა და ოპერატიულ მანევრებს რეგიონში.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მკაცრად აკრიტიკებს ნატოს წევრ ქვეყნებს ომში ჩაურთველობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ არის, მისი გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძაფრებს ვაშინგტონსა და ევროპულ დედაქალაქებს შორის არსებულ დიპლომატიურ ბზარს.
იმედი
წყარო: imedinews.ge