
Reuters: ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა
იმედი|imedinews.ge
გაერთიანებულმა სამეფომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ორმოცზე მეტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შედეგად გამოწვეული გლობალური ეკონომიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, მათ შორის ჰორმუზის სრუტის გავლით ჩაკეტილი სანაოსნო გზების ხელახლა გახსნის პოლიტიკური და დიპლომატიური ვარიანტები განიხილა.
ონლაინ სამიტში არ მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge