მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მოლდოვას პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მოლდოვას პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მოლდოვას პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ

იმედი|imedinews.ge

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი და ჯგუფის წევრი ზურაბ ქადაგიძე მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებზე, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და არსებულ მდგომარეობას.

„მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების, გამოცდილების გაზიარების, ერების დაახლოების თვალსაზრისით და რაც მთავარია, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისთვის. შეხვედრისას სტუმრებმა აღნიშნეს, რომ პირისპირ შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ რეალური ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და არ დაეყრდნონ მხოლოდ საერთაშორისო მედიასაშუალებებით გავრცელებულ, ხშირად არასწორ ინფორმაციებს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ჩაკვეტაძემ და ლიკა შარტავამ სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნეს

გიორგი ჩაკვეტაძემ და ლიკა შარტავამ სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნეს

იმედი

საქართველოსა და სომხეთს შორის ტექნოლოგიურ სფეროში პარტნიორობა გრძელდება - ერევანში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შედგა

საქართველოსა და სომხეთს შორის ტექნოლოგიურ სფეროში პარტნიორობა გრძელდება - ერევანში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შედგა

იმედი

ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია

ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია

იმედი

4-5 აპრილს ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

4-5 აპრილს ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

იმედი