
აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა თანამდებობა დატოვა
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა, გენერალმა რენდი ჯორჯმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას პენტაგონის წარმომადგენელი, შონ პარნელი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„გენერალმა რენდი ჯორჯმა არმიის შტაბის 41-ე მეთაურის თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. ომის დეპარტამენტი მადლობას უცხადებს გენერალ ჯორჯს ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ“, - დაწერა პარნელმა.
აღსანიშნავია, რომ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა გენერალ ჯორჯს გადადგომისკენ მოუწოდა. რა გახდა გენერლის გადადგომის მიზეზი, უცნობია.
STATEMENT: General Randy A. George will be retiring from his position as the 41st Chief of Staff of the Army effective immediately. The Department of War is grateful for General George’s decades of service to our nation. We wish him well in his retirement. — Sean Parnell (@SeanParnellASW) April 2, 2026
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge