აბას არაღჩი: სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა, მათ შორის ჯერ არ აშენებული ხიდების, ირანელებს დანებებას არ აიძულებს

აბას არაღჩი: სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა, მათ შორის ჯერ არ აშენებული ხიდების, ირანელებს დანებებას არ აიძულებს

იმედი|imedinews.ge

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აშშ-ის მიერ ირანში ხიდის დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის სამოქალაქო ობიექტების განადგურება ირანელებს დანებებას ვერ აიძულებს.

„სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა, მათ შორის ჯერ არ აშენებული ხიდების, ირანელებს დანებებას არ აიძულებს. ეს მხოლოდ მიუთითებს მტრის მორალურ განადგურებასა და დამარცხებაზე, რომელიც ქაოსის მდგომარეობაშია. თითოეული ხიდი და შენობა აღდგება და უფრო ძლიერი გახდება. რაც არ აღდგება, არის ამერიკის რეპუტაციული ზიანი“, - დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ირანის ყველაზე დიდი ხიდის განადგურებას ასახავს.

Striking civilian structures, including unfinished bridges, will not compel Iranians to surrender. It only conveys the defeat and moral collapse of an enemy in disarray. Every bridge and building will be built back stronger. What will never recover: damage to America's standing. pic.twitter.com/872zuE36qD — Seyed Abbas Araghchi (@araghchi) April 2, 2026
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია