POLITICO: ტრამპი გენპროკურორის გათავისუფლების შემდეგ ადმინისტრაციაში ახალ ცვლილებებზე მსჯელობს

POLITICO: ტრამპი გენპროკურორის გათავისუფლების შემდეგ ადმინისტრაციაში ახალ ცვლილებებზე მსჯელობს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყნის გენერალური პროკურორის, პემ ბონდის გათავისუფლების შემდეგ დამატებით საკადრო ცვლილებებზე მსჯელობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

კერძოდ, როგორც გამოცემა წერს, ტრამპი უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია ვაჭრობის მდივნით, ჰოვარდ ლუტნიკითა და შრომის მდივნით, ლორი ჩავეს-დერემერით.

„ის [ტრამპი] ძალიან გაბრაზებულია და რამდენიმე ადამიანის გათავისუფლებას აპირებს“, - განუცხადა გამოცემას წყარომ ადმინისტრაციიდან.

POLITICO-ს ცნობით, ჩავეს-დერემერისა და ლუტნიკის გათავისუფლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თუმცა ტრამპი მანამდეც განიხილავდა რამდენიმე ჩინოვნიკის გათავისუფლებას, მაგრამ საბოლოო ჯამში იდეის განხორციელებაზე უარს აცხადებდა.

თუ ტრამპი კაბინეტის მასშტაბურ ცვლილებებს განახორციელებს, ეს, შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ ადმინისტრაცია რადიკალურად ცვლის საკუთარ დღის წესრიგსა და პოლიტიკას.

კიდევ ერთი მაღალჩინოსანი გამოცემას უყვება, რომ მაღალ დონეზე საკადრო გადაადგილება მხოლოდ კაბინეტის წევრებს შეეხება, რადგან ტრამპი ფიქრობს, რომ მათ მისი იმედები არ გაამართლეს და ძალიან დიდი ნეგატიური ყურადღება მიიპყრეს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ლუტნიკი ახლა დანის პირზე გადის.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია