
პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ
იმედი|imedinews.ge
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ელისაშვილი მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
„შეხვედრისას ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე, საერთო ინტერესებსა და არსებულ გამოწვევებზე. შევთანხმდით, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოლდოველ ხალხთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. გვსურს, რომ ასეთმა შეხვედრებმა კიდევ უფრო დააახლოვოს ჩვენი ქვეყნები“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge