
The Times of Israel: ირანის დარტყმებმა აშშ-ში ალუმინის ექსპორტს საფრთხე შეუქმნა
ირანმა სპარსეთის ყურეში მდებარე ალუმინის უმსხვილესი ქარხნები დაბომბა, რის გამოც აღნიშნული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მასალის ექსპორტს აშშ-ში საფრთხე შეექმნა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საუბარია ქარხნებზე Aluminium Bahrain და Emirates Global Alumimium, რომლებიც განლაგებულია ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
ირანის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ ფოლადზე ფასები 6%-ით გაიზარდა და უკანასკნელი წლების მაქსიმუმს მიაღწია.
„ბაზრის ასეთ პირობებში, როცა თქვენ უეცრად წარმადობის 3 მილიონ ტონას კარგავთ, ნედლეულის ჩანაცვლება შეუძლებელია. ეს სტრუქტურულ დეფიციტს ქმნის, რომელიც მიწოდების მთელ ჯაჭვზე აისახება“, - ციტირებს გამოცემა ანალიტიკოს ტომ პრაისს.
აღსანიშნავია, რომ აშშ კრიტიკულად არის დამოკიდებული ალუმინის იმპორტზე: აღნიშნული ფერადი ლითონის 60%-ს ქვეყანა საზღვარგარეთ ყიდულობს, წერს გამოცემა.
აშშ წელიწადში დაახლოებით 660 ათას ტონა ალუმინს აწარმოებს. აღნიშნული ქარხნები დაბომბვამდე აშშ-ს ალუმინის საერთო მოცულობის მეხუთედით ამარაგებდნენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge