
ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს
იმედი|imedinews.ge
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
ზელენსკიმ პრობლემა უწოდა იმ ფაქტს, რომ ევროპელები ვერ პოულობენ გამოსავალს უკრაინისთვის დაპირებული 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გადასაცემად და ამით ვერ ასრულებენ დაპირებას.
ბრიუსელი უკრაინისთვის თანხის მიწოდების გზებს ეძებს, რადგან ევროპული სესხის გაცემას უნგრეთი ბლოკავს.
„ევროკავშირის უკრაინის მხარდამჭერი 90 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი დღემდე დაბლოკილია. და ეს პრობლემაა, როცა ევროპელები გამოსავალს ვერ პოულობენ და ვერ ასრულებენ იმას, რასაც დაგვპირდნენ“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge