POLITICO: აშშ-ს ნატოს რღვევა ალიანსიდან გასვლის გარეშეც შეუძლია და ამის ხუთი საშუალება არსებობს

POLITICO: აშშ-ს ნატოს რღვევა ალიანსიდან გასვლის გარეშეც შეუძლია და ამის ხუთი საშუალება არსებობს

იმედი|imedinews.ge

გამოცემა POLITICO წერს, რომ შეერთებულ შტატებს ნატოს რღვევა ალიანსიდან გასვლის გარეშეც შეუძლია და ამის ხუთი საშუალება არსებობს.

როგორც გამოცემა იუწყება, მაგალითად, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნატოს წინააღმდეგ რიტორიკას კიდევ უფრო გაამკაცრებს, ეს ალიანსის მიმართ ნდობას შეარყევს.

ამერიკას ასევე შეუძლია ალიანსის შიგნით გარკვეული გადაწყვეტილებების დაბლოკვა, მუშაობის შენელება და საწევრო შესატანის დაგვიანება.

POLITICO-ს ცნობით, ნატოსთვის უფრო მტკივნეული იქნება, თუკი ამერიკა ევროპის ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს, ან ალიანსიდან გასვლის გარეშე, ფაქტობრივად შეაჩერებს სამხედრო ვალდებულების შესრულებას.

ყველაზე მკაცრი სცენარი ალიანსიდან გასვლის პროცედურის დაწყებაა, ნატოს დაფუძნების შეთანხმების მე-13 მუხლის გამოყენებით.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია