შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3538 გამოაქვეყნა.

„ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ წარმოადგენს მნიშვნელოვან საინფორმაციო სახელმძღვანელოს, რომელიც მომავალ სტუდენტებს საშუალებას აძლევს ეფექტიანად დაგეგმონ როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების, ისე რეგისტრაციის ეტაპები.

აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს აბიტურიენტებისთვის აუცილებელ და დეტალურ ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეებისა და საგამოცდო პროცესის შესახებ. მასში გაერთიანებულია გამოცდებზე რეგისტრაციის პროცედურა და ეტაპები, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის წესები და რეკომენდაციები, საგამოცდო პროცესის ორგანიზებისა და მიმდინარეობის საკითხები, შედეგების გამოქვეყნების წესი, აპელაციის პროცედურა და უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესი.

დოკუმენტში, ასევე, წარმოდგენილია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, რომელიც აბიტურიენტებს ეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში.

ცნობარში დამატებით ასახულია ინფორმაცია თითოეული საგნისთვის განსაზღვრული კოეფიციენტების, კომპეტენციის მინიმალური ზღვრის, სწავლის საფასურისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს, ყურადღებით გაეცნონ დოკუმენტში წარმოდგენილ ინფორმაციას და რეგისტრაციისა და საგამოცდო პროცესის ყველა ეტაპი შესაბამისად დაგეგმონ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია