
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა
იმედი|imedinews.ge
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიენმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა და განაცხადა, რომ ომმა შეაფერხა ჰორმუზის სრუტის ნაოსნობის ხაზი.
„საერთაშორისო ნაოსნობის ხაზი მხოლოდ სამხედრო მოქმედებების დასრულებით და ყურეში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენით გახდება ღია და უსაფრთხო“, - დაწერა მან პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მან დეესკალაციისკენ მოუწოდა, რათა თავიდან იყოს აცილებული რეგიონული არეულობის შემდგომი დარტყმა გლობალურ ეკონომიკასა და ენერგოუსაფრთხოებაზე.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge