
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრას სპორტის მინისტრის მოადგილეებთან, ირაკლი მეძმარიაშვილთან და ირაკლი დოლაბერიძესთან, ერთად ესწრებოდნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სანდრო დარახველიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მისი მოადგილე გიორგი ცხაკაია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე დავით სუჯაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და საქართველოს რაგბის კავშირის ფედერაციის პრეზიდენტი დავით კაჭარავა.
2026 წელს რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო 2017 წლის შემდეგ პირველად უმასპინძლებს. ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში გაიმართება და მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge