
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანმა მიმდინარე ომის დროს პილოტირებული საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
F-15 თავდაპირველად „ჰაერი-ჰაერი“ კლასის გამანადგურებელი იყო. F-15E კი მრავალფუნქციური გამანადგურებელია, რომელსაც „ჰაერი-მიწა“ კლასის ოპერაციების შესრულება შეუძლია.
ეკიპაჟის წევრი, რომელიც უკანა სავარძელზე ზის, შეიარაღების სისტემების ოფიცერია.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge