
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
იმედი|imedinews.ge
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.
ქართველი წყალბურთელები ტურნირის პირველ მატჩში კანადელებს დაუპირისპირდნენ, მათ მეტოქე ანგარიშით 17:11 დაამარცხეს.
ეროვნული ნაკრები ჯგუფში თურქეთის, ბრაზილიისა და სლოვენიის ნაკრებებსაც დაუპირისპირდება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge