მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები
მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები

მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები

იმედი|imedinews.ge

ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები“, — აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. „ჩვენ არ გვსურს ვიყოთ დამოკიდებულნი, ვთქვათ, ჩინეთის დომინირებაზე, და არც აშშ-ის არაპროგნოზირებადობის წინაშე აღმოვჩნდეთ ზედმეტად დაუცველნი. ამასთანავე, სწორედ ამიტომ არსებობს მანევრირების შესაძლებლობა, გარკვეული სივრცე“.

მიუხედავად იმისა, რომ მაკრონმა აღიარა აშშ-ის გადამწყვეტი როლი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობაში, მან მიიჩნია, რომ „პრობლემა, რომლის წინაშეც ვდგავართ, არის ის, რომ წამყვანი ქვეყნები - ისინი, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ - თავად იწყებენ საერთაშორისო წესრიგის საფრთხის ქვეშ დაყენებას“.

მან ასევე დაგმო ირანის წინააღმდეგ ომი - „ოპერაცია, რომელიც ამერიკელებმა მხოლოდ ისრაელელებთან ერთად გადაწყვიტეს“ - და ირონიულად აღნიშნა, რომ ახლა ისინი წუხან იმის გამო, რომ არ ეხმარებიან მოკავშირეები, რომლებთანაც კონსულტაციები არ გაუვლიათ, თუმცა ეს მოკავშირეები მაინც უმძიმეს დარტყმას იღებენ ენერგიის ფასების მკვეთრი ზრდის გამო.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

იმედი

ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს

The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა

The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა

იმედი

CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს

CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს

იმედი