
ჯორჯია მელონი ახლო აღმოსავლეთში ტურნეში გაემგზავრა
იმედი|imedinews.ge
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ორდღიან ტურნეში გაემგზავრა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდაპირველად მელონი საუდის არაბეთში ჩავა. ორი დღის განმავლობაში მელონი რეგიონის ლიდერებს შეხვდება და საუდის არაბეთის გარდა კატარს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. მელონის ვიზიტის მთავარი თემა იტალიის ენერგეტიკული უსაფრთხოება იქნება.
აღსანიშნავია, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდა პირველი დასავლელი ლიდერი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ირანში ომის დაწყების შემდეგ გაემგზავრა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge