მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა
შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა

შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა

იმედი|imedinews.ge

შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და გამგეობის წევრები სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ახალგაზრდებს შეხვდნენ.

შეხვედრა რეგიონული ტურნეს ფარგლებში გაიმართა, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გასულ კვირას დაიწყო. შეხვედრაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლია. რეგიონული კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და მასში ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად სტუმრის სტატუსით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც დაესწრნენ.

„შეხვედრების მიზანი გახლავთ უფრო მეტი ღია კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, მათ შორის მათი საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინება, რადგანაც ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართულების სახელმწიფოს მართვის პროცესში; სადაც სახელმწიფო მეტად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და სადაც მათ აქვთ სწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბორდის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა.

პირველი კონფერენცია ქალაქ ბათუმში 28 მარტს გაიმართა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და სულ 10 შეხვედრაა დაგეგმილი. შემაჯამებელი ღონისძიება კი თბილისში გაიმართება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის გუნდი  ვგეგმავთ ახალ პროექტებს,  რომ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ, ქალაქის ცხოვრებაში ჩართვისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის გუნდი ვგეგმავთ ახალ პროექტებს, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ, ქალაქის ცხოვრებაში ჩართვისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

იმედი

The Telegraph: ამერიკელი მფრინავის ბედმა, შესაძლოა, ირანში ომის მიმდინარეობა შეცვალოს

The Telegraph: ამერიკელი მფრინავის ბედმა, შესაძლოა, ირანში ომის მიმდინარეობა შეცვალოს

იმედი

ეკა სეფაშვილი: ძაღლებზე ატეხილი ცრუ კამპანია ემსახურება საზოგადოებაში მხოლოდ და მხოლოდ პოლარიზაციის გაზრდას ძალიან დასანანია, რომ ასეთ იაფფასიან ხერხს მიმართავენ ის ძალები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციად იწოდებიან