
ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც ერდოღანს შეხვდება
იმედი|imedinews.ge
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩავიდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას გამართავს.
„ჩამოვედი სტამბოლში, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი. გაიმართება ნაყოფიერი მოლაპარაკებები თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ვმუშაობთ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ადამიანების სიცოცხლის დასაცავად და სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც ევროპაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში. ერთობლივი ძალისხმევა საუკეთესო შედეგს იძლევა“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge