
ლევან მაჭავარიანი აშშ-ში ოპოზიციის დაანონსებულ ვიზიტზე: ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით, ვინაიდან გამჭვირვალობის კანონიდან გამომდინარე ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“
უკაცრავად ამ ტერმინისთვის და ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით, ვინაიდან გამჭვირვალობის კანონიდან გამომდინარე ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა მას კითხვა დაუსვა აპრილში დაანონსებულ, ოპოზიციის ალიანსის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.
„ხელისუფლების ცვლილების ხუთი მცდელობა იყო რადიკალების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ იყო შეთანხმებული იმ აქტორებთან, ვისთანაც ახლა ჩადიან მორიგჯერ. სავარაუდოდ, რევოლუციის მორიგი მცდელობა უნდა დაგეგმონ და ისევე არ გამოუვათ, როგორც წინა ხუთი. ძალიან ბევრი ატყუეს რადიკალებმა, მდიდარმა „ენჯეოებმა“ თავის რეიტინგებთან და ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მათმა პატრონებმა ყველაფერი დაინახეს და ხედავენ, რომ ხალხის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მხარესაა. უკაცრავად ამ ტერმინისთვის და ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით, ვინაიდან გამჭვირვალობის კანონიდან გამომდინარე ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“. ახალს ვერაფერს შესთავაზებენ“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge