
პოლიციამ თელ-ავივში ანტისაომარი მიტინგი დაშალა
პოლიციამ თელ-ავივში გამართული აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რა დროსაც 17 მომიტინგე დააკავეს.
გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, თელ-ავივში და ისრაელის სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მას შემდეგ გაიმართა, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გამოსცა დროებითი განკარგულება, რომელიც პოლიციას ავალდებულებდა, დაეშვა პროტესტის ჩატარება გარკვეული მასშტაბით, სარაკეტო საფრთხის შესახებ სამხედროების გაფრთხილების მიუხედავად.
თუმცა, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე, პოლიციამ განაცხადა, რომ თელ-ავივში, ჰაბიმას მოედანზე გამართულმა მთავარმა დემონსტრაციამ სასამართლოს მიერ დადგენილ 600-კაციან ლიმიტს გადააჭარბა. აქცია უკანონოდ გამოცხადდა და მისი ძალისმიერი დაშლა დაიწყო.
აქციის მონაწილეები ირანთან მიმდინარე ომს აპროტესტებდნენ და გმობდნენ ახლახან მიღებულ კანონს ტერორისტების სიკვდილით დასჯის შესახებ. მომიტინგეთა დიდი ნაწილი მოქმედ ხელისუფლებას ადანაშაულებდა იმაში, რომ ის ომს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge