
კირ სტარმერი ირანზე: ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენ მასში თავს არ ჩავათრევინებთ
იმედი|imedinews.ge
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანელი სამხედროები ირანის ტერიტორიაზე არ იქნებიან.
როდესაც ჟურნალისტებმა დღეს დილით ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ის ბრიტანული ჯარების გაგზავნას ახლო აღმოსავლეთის ომში, სტარმერმა უპასუხა: „ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენ მასში თავს არ ჩავათრევინებთ“.
სტრამერმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ახორციელებს „თავდაცვით მოქმედებებს“, რათა დაიცვას „ბრიტანელების სიცოცხლე, ბრიტანეთის ინტერესები და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოკავშირეები რეგიონში“.
პრემიერის თქმით, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საკუთარი ინტერესების დაცვას და იმუშავებს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge