მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Wall Street Journal: ტრამპი განიხილავს სამხედრო ოპერაციას ირანიდან დაახლოებით 450 კილოგრამი ურანის ამოსაღებად
The Wall Street Journal: ტრამპი განიხილავს სამხედრო ოპერაციას ირანიდან დაახლოებით 450 კილოგრამი ურანის ამოსაღებად

The Wall Street Journal: ტრამპი განიხილავს სამხედრო ოპერაციას ირანიდან დაახლოებით 450 კილოგრამი ურანის ამოსაღებად

იმედი|imedinews.ge

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, პრეზიდენტი ტრამპი განიხილავს სამხედრო ოპერაციას ირანიდან დაახლოებით 450 კილოგრამი ურანის ამოსაღებად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს სარისკო მისია, სავარაუდოდ, ამერიკული ძალების ქვეყნის შიგნით რამდენიმე დღით ან უფრო მეტი ხნით ყოფნას მოითხოვს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპს ბრძანების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მათ ასევე დასძინეს, რომ პრეზიდენტი ამერიკელი სამხედროებისთვის მოსალოდნელ საფრთხეს განიხილავს.

თუმცა, მათივე თქმით, პრეზიდენტი ზოგადად მაინც იზიარებს ამ იდეას, რადგან ის დაეხმარება მისი მთავარი მიზნის მიღწევაში - არ მისცეს ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა.

პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა თავის მრჩევლებს, ზეწოლა მოახდინონ ირანზე, რათა ამ უკანასკნელმა მასალის გადაცემაზე თანხმობა ომის დასრულების პირობად გამოაცხადოს - აცხადებს პირი, რომელიც იცნობს ტრამპის პოზიციას.

პოლიტიკურ მოკავშირეებთან საუბრისას ტრამპმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ირანელებს ამ მასალის შენარჩუნების უფლებას ვერ მისცემს და განიხილა მისი ძალის გამოყენებით ჩამორთმევის საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ ირანი მას მოლაპარაკებების მაგიდასთან ნებაყოფლობით არ დათმობს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „მუდისი” 2026 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „მუდისი” 2026 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გაიზრდება თუ არა იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს - დროებითი საპარლამენტო კომისია ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.„ქრონიკის“ სიუჟეტი

გაიზრდება თუ არა იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს - დროებითი საპარლამენტო კომისია ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.„ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

თემურ ალასანია ქართველების წინააღმდეგ - სააკაშვილის ბიძა ერს ისევ შეურაცხყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თემურ ალასანია ქართველების წინააღმდეგ - სააკაშვილის ბიძა ერს ისევ შეურაცხყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

CNN: ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა

CNN: ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა

იმედი