მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რობერტ ფიცო: დაე, ევროკავშირმა დაივიწყოს სლოვაკეთის დახმარება ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების საკითხში
რობერტ ფიცო: დაე, ევროკავშირმა დაივიწყოს სლოვაკეთის დახმარება ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების საკითხში

რობერტ ფიცო: დაე, ევროკავშირმა დაივიწყოს სლოვაკეთის დახმარება ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების საკითხში

იმედი|imedinews.ge

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უარყო ევროკომისიის კრიტიკა დიზელის ფასებთან დაკავშირებით და ითხოვს კიევზე ზეწოლას ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით.

რობერტ ფიცო ამტკიცებს, რომ ევროკომისია დაინტერესებულია სლოვაკეთის პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენის მოხდენით, რადგან მან მისი მთავრობა დიზელის საწვავზე ორდონიანი ფასების გამო გააკრიტიკა.

მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სლოვაკეთში დიზელის საწვავზე ორი ფასი იქნება, ამასთან, უცხოელი მძღოლები უფრო მაღალ ფასს გადაიხდიან.

ფიცოს თქმით, სლოვაკეთს აქვს უფლება, დაიცვას თავი ახლო აღმოსავლეთში არსებული სამხედრო კონფლიქტის ნეგატიური შედეგებისგან.

მან ასევე შეახსენა საზოგადოებას, რომ ნავთობსადენ „დრუჟბათი“ ნავთობი უკვე მეორე თვეა აღარ შედის ქვეყანაში. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამაში დამნაშავე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკია და რომ ის ზიანს აყენებს სლოვაკეთს.

ევროკომისიამ სლოვაკეთს გაუგზავნა წერილი, რომელსაც ფიცომ დამაშინებელი უწოდა. მასში კომისია იტოვებს უფლებას, დაიწყოს გადაუდებელი სამართალწარმოება დარღვევის თაობაზე და სთხოვს სლოვაკეთს, შეწყვიტოს ამ ზომის გამოყენება.

ფიცო მოუწოდებს ევროკომისიას, ანალოგიური წერილი გაუგზავნოს ზელენსკის და მოახდინოს ზეწოლა უკრაინაზე, რათა მან ინსპექტირების ჯგუფს ნავთობსადენ „დრუჟბას“ შემოწმების საშუალება მისცეს. ის ევროკომისიის პრეზიდენტს სთხოვს, დაემუქროს ზელენსკის, რომ თუ ის არ აღადგენს ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობას, 90-მილიარდიან კრედიტს ვერ მიიღებს.

„დაე, ევროკავშირმა დაივიწყოს სლოვაკეთის დახმარება ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების საკითხში“, - დასძინა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარკო რუბიო: ჩვენ გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის

მარკო რუბიო: ჩვენ გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის

იმედი

სვიმონ ჯანგულაშვილი: ჩვენ ვნახეთ ბოლო წლებში ამ ადამიანობა დაკარგული პატარა დაჯგუფების მიერ საშინელი შეტევა პატრიარქზე, რამაც მისი ჯანმრთელობა გატეხა. ის ლოცულობდა მათთვის, ითმენდა, ხმა არ ამოუღია

თამარ ცაგარეიშვილი: იმედი მაქვს, რომ ის ახალგაზრდები, ბავშვები, რომლებიც ახლა მოდიან, პატრიარქის ნანატრ საქართველოს ააშენებენ

თამარ ცაგარეიშვილი: იმედი მაქვს, რომ ის ახალგაზრდები, ბავშვები, რომლებიც ახლა მოდიან, პატრიარქის ნანატრ საქართველოს ააშენებენ

იმედი

რუბიო: ნატო არის ალიანსი, ალიანსი კი ნიშნავს, რომ ის ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს - ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა

რუბიო: ნატო არის ალიანსი, ალიანსი კი ნიშნავს, რომ ის ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს - ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა

იმედი