სვიმონ ჯანგულაშვილი: ჩვენ ვნახეთ ბოლო წლებში ამ ადამიანობა დაკარგული პატარა დაჯგუფების მიერ საშინელი შეტევა პატრიარქზე, რამაც მისი ჯანმრთელობა გატეხა. ის ლოცულობდა მათთვის, ითმენდა, ხმა არ ამოუღია

სვიმონ ჯანგულაშვილი: ჩვენ ვნახეთ ბოლო წლებში ამ ადამიანობა დაკარგული პატარა დაჯგუფების მიერ საშინელი შეტევა პატრიარქზე, რამაც მისი ჯანმრთელობა გატეხა. ის ლოცულობდა მათთვის, ითმენდა, ხმა არ ამოუღია

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვნახეთ ბოლო წლებში ამ ადამიანობა დაკარგული პატარა დაჯგუფების მიერ საშინელი შეტევა პატრიარქზე, რამაც მისი ჯანმრთელობა გატეხა. ის ლოცულობდა მათთვის, ითმენდა, ხმა არ ამოუღია, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტმა სვიმონ ჯანგულაშვილმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“.

მისი თქმით, პატრიარქი ძალიან განიცდიდა იმ შეტევებს, რომელიც რადიკალური ჯგუფების მხრიდან მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა.

„ჩვენ ვნახეთ ბოლო წლებში ამ ადამიანობა დაკარგული პატარა დაჯგუფების მიერ საშინელი შეტევა პატრიარქზე, რამაც მისი ჯანმრთელობა გატეხა. ის ლოცულობდა მათთვის, ითმენდა, ხმა არ ამოუღია. მისი საყვარელი გამოთქმა იყო, რომ „როდესაც გაქებენ და როდესაც გლანძღავენ შენ უნდა იყო მიცვალებულივით“. ხმა არ ამოუღია, მაგრამ ...ისედაც მისი ჯანმრთელობა სუსტი იყო მუდამ ამ გამუდმებული უძილობის, მარხვის, ლოცვის გამო. სულ ლოცულობდა. სამზე იძინებდა ღამე და დილის 6-ზე დგებოდა. მაგრამ ამ ცილისწამებამ ძალიან დაარტყა და მერეც სულ მიტევება ჰქონდა. ეს მიტევება არის სიყვარული ხომ?! სიყვარული იყო მის ყველა ნაბიჯში. ცუდი სიტყვა არ უთქვამს, გაბრაზებაც იცოდა იუმორით“, - განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

სვიმონ ჯანგულაშვილმა გაიხსენა 7 ნოემბრის მოვლენები, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი უმოწყალოდ გაუსწორდა აქციის მონაწილეებს.

„ხან მთავრობა მოდიოდა მაშინდელი პატრიარქთან, ხან ოპოზიცია. ძალია განიცდიდა და რაღაც მომენტში დავრჩით მარტო პატრიარქი და მე. ცრემლები წამოუვიდა. მე ვუთხარი - თქვენ ყველას უყვარხართ და ყველა დაგიჯერებთ მეთქი. „აბა ვინ დამიჯერებს, არავის ჩემი სიტყვა არ ესმისო და გახსოვს ფსალმუნში, რომ წერია „მოეწყინა ჩემთანა სულთა ჩემსაო“ - ფაქტობრივად თქვა, რომ სიცოცხლე აღარ მინდაო. აი, ამას რომ ხედავდა, ამ საშინელ დაპირისპირებას და დარბევას. არასდროს არ იყო რადიკალური, სულ რადიკალიზმის წინააღმდეგი იყო“, - განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია