
Le Monde: საფრანგეთში, ახლახან არჩეულმა რამდენიმე ულტრამემარჯვენე მერმა მერიის ფასადებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნა. ვიდეო
ახლახან არჩეულმა რამდენიმე ულტრამემარჯვენე მერმა მერიის ფასადებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნა, რაც საფრანგეთის მთავრობამ „პოპულიზმად“ შეაფასა, - წერს ფრანგული გამოცემა Le Monde-ი.
მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანება“ აღმავლობას განიცდის და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის უმაღლესი პოსტის დაკავების იმედი აქვს.
მიმდინარე თვეში გამართულ მერების არჩევნებზე ულტრამემარჯვენე პარტიამ მცირე და საშუალო ზომის ქალაქებში გაიმარჯვა, თუმცა დიდ ურბანულ ცენტრებში წარმატების მიღწევა ვერ შეძლო.
რამდენიმე ქალაქის ულტრამემარჯვენე მერმა ევროკავშირის დროშების ჩამოსახსნელად დრო არ დაკარგა.
„მოაშორეთ ევროპული დროშები მერიის შენობას! ადგილი დაუთმეთ საფრანგეთის დროშებს!“ - განაცხადა კვირას, სამხრეთში მდებარე ქალაქ კარკასონის მერმა, კრისტოფ ბარტესმა.
TWITTER POST
მან გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ხსნის პირადად ევროკავშირის დროშას და ტოვებს მხოლოდ საფრანგეთის ტრიკოლორს და ოქსიტანიის რეგიონულ დროშებს.
ბრაიან მასონმა, სამხრეთ ქალაქ ნიცასთან მდებარე ზღვისპირა კურორტის, კან-სიურ-მერის ახალმა მერმა და ანტონი გარენო-გლინკოვსკიმ, ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ არნის ულტრამემარჯვენე მერმა, მათ მაგალითს მიბაძეს. გარენო-გლინკოვსკიმ ასევე ჩამოხსნა უკრაინის დროშა, რომელიც საფრანგეთის მერიების შენობებზე სოლიდარობის ნიშნად მას შემდეგ იყო აღმართული, რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
აღსანიშნავია, რომ კანონი არ მოითხოვს ევროკავშირის სიმბოლიკის განთავსებას მერიის ფასადებზე, გარდა 9 მაისისა - ევროპის დღისა.
TWITTER POST
იმედი
წყარო: imedinews.ge