
რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია
იმედი|imedinews.ge
რუსულმა „შაჰედის“ტიპის უპილოტო საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას მოლდოვის მთავრობა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
მოლდოვის ეროვნული არმიის საჰაერო ოპერაციების სამსახურმა ინციდენტი ადგილობრივი დროით 21:29 საათზე დააფიქსირა. დრონი მოლდოვაში უკრაინის ოდესის ოლქის დასახლებულ პუნქტ კომაროვკადან შემოფრინდა.
მომხდარის გამო მოლდოვის ჩრდილოეთ ნაწილში 15 წუთით საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის დახურული იყო. მოგვიანებით დრონი მოლდოვის სოფელ კლიშოვასთან გაუჩინარდა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge