მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა კახეთში ადგილობრივ თვითმმართველობებთან განიხილეს
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა კახეთში ადგილობრივ თვითმმართველობებთან განიხილეს

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა კახეთში ადგილობრივ თვითმმართველობებთან განიხილეს

იმედი|imedinews.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ დოლაბერიძემ და ვეტერინარიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის დეტალები კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გააცნეს.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ ხაზი გაუსვა რეგიონში პროგრამის განხორციელების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მისი ორგანიზებულად წარმართვისთვის ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას უფასოდ. ასევე, მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას.

პროგრამა ხელს შეუწყობს ცხოველების ჯანმრთელობის დაცვასა და ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კაია კალასი და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ

კაია კალასი და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ

იმედი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა

იმედი

ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს

ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს

იმედი

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

იმედი