მედია: აშშ-მა პოლონეთს ახლო აღმოსავლეთში Patriot-ის ერთი ბატარეის გადასროლა სთხოვა

მედია: აშშ-მა პოლონეთს ახლო აღმოსავლეთში Patriot-ის ერთი ბატარეის გადასროლა სთხოვა

იმედი|imedinews.ge

აშშ-მა პოლონეთის ხელისუფლებას ახლო აღმოსავლეთში Patriot-ის ტიპის ერთი ბატარეისა და PAC-3 MSE ტიპის რამდენიმე რაკეტის გადასროლა სთხოვა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამერიკელებმა პოლონელებს არაოფიციალურად მიმართეს და სთხოვეს ახლო აღმოსავლეთში Patriot-ის ტიპის ორიდან ერთი ბატარეისა და PAC-3 MSE ტიპის რაკეტების გადასროლის საკითხი განეხილა.

როგორც პოლონური მედია აღნიშნავს, პოლონეთის არმიას Patriot-ის ორი ბატარეა აქვს, რომელიც 16 გამშვებ დანადგარს მოიცავს. ისინი 2025 წლიდან სრულ ოპერატიულ მზადყოფნაში არიან.

პოლონური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ იარაღს მტრის რაკეტებისა და თვითმფრინავების ჩამოგდება 100 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია. გამშვებ დანადგარებს PAC-3 MSE ტიპის რაკეტების სროლაც შეუძლიათ. პოლონეთმა 2019 წელს 200 ასეთი რაკეტა შეუკვეთა. მათი უმეტესობა უკვე პოლონეთშია.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ Patriot-ის ბატარეები და მათი რაკეტები პოლონური ცისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავადაა საჭირო.

„ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, ჩვენ მათი დისლოკაციის ადგილის შეცვლას არ ვაპირებთ! ჩვენმა მოკავშირეებმა იციან და ხვდებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ამოცანები. პოლონეთის უსაფრთხოება ჩვენს აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - დაწერა კოსინიაკ-კამიშმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია