მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: ბაჩო ახალაია ასოცირებულია კრიმინალთან
ლევან მაჭავარიანი: ბაჩო ახალაია ასოცირებულია კრიმინალთან

ლევან მაჭავარიანი: ბაჩო ახალაია ასოცირებულია კრიმინალთან

იმედი|imedinews.ge

ბაჩო ახალაია ასოცირებულია კრიმინალთან და გავრცელებული ჩანაწერები, სადაც ის პირდაპირ იმუქრება, ნიშანდობლივია და ამას ყურადღება უნდა მიექცეს, - განუცხადა „ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

„ადამიანი, რომელიც ვერ ისვენებს, რომელიც იყო სისხლიანი რეჟიმის პირდაპირ შემოქმედი, რომელმაც მოიხადა სასჯელი და წესით მშვიდად უნდა ყოფილიყო, მაინც ვერ ისვენებს, მავნებლობს, ცდილობს იგივე გააგრძელოს და რა თქმა უნდა, ეს უპასუხოდ ვერ დარჩება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საკანონმდებლო ორგანომ მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის შეცვლას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის შეცვლას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იმედი

პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იმედი

საკანონმდებლო ორგანომ „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

საკანონმდებლო ორგანომ „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

იმედი

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება

იმედი