
ესპანეთის პრემიერმა ისრაელის მიერ პალესტინელებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღება დაგმო
ესპანეთის, პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი მთავრობა გმობს ისრაელის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში.
„ესპანეთის მთავრობა გმობს ცოტა ხნის წინ ისრაელის პარლამენტის მიერ მიღებულ სიკვდილით დასჯას პალესტინელებისთვის. ეს ასიმეტრიული ზომაა, რომელსაც ისრაელელების წინააღმდეგ არ გამოიყენებენ, თუ ისინი იმავე დანაშაულს ჩაიდენენ. ერთი და იგივე დანაშაული, სხვადასხვა სასჯელი. ეს უსამართლობაა და კიდევ ერთი ნაბიჯია აპარტეიდამდე. მსოფლიო არ უნდა დუმდეს“, - დაწერა სანჩესმა.
ცნობისთვის, გუშინ ისრაელის ქნესეთმა 62 ხმით 48-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში.
El Gobierno de España condena la pena de muerte contra palestinos que acaba de aprobar el parlamento de Israel. Se trata de una medida asimétrica que no se aplicaría a los israelíes que cometieran los mismos delitos. Mismo crimen, distinta pena. Eso no es justicia. Es un… — Pedro Sánchez (@sanchezcastejon) March 31, 2026
იმედი
წყარო: imedinews.ge